English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
განახლებული მიდგომა ღირებულების ჯაჭვის ციფრული ტრანსფორმაციის დროს

სტატიის მიზანია ციფრული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ღირებულების ჯაჭვის ახალი კონფიგურაციის დანერგვა. ღირებულების ჯაჭვი – მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა. დიგიტალიზაციის დროს ეს კონცეფცია უნდა იქნეს მორგებული სხვადასხვა კომპონენტის შემადგენლობისა და ურთიერთქმედების თვალსაზრისით. შესაბამისად,  სამეცნიერო მიდგომა უნდა იყოს კონცეპტუალური და ანალიტიკური. დასაწყისისთვის, მოწმდება და წყდება ღირებულების შექმნის საქმიანობა, შემდეგ კი ლოგიკური კავშირი და ურთიერთქმედება გადამოწმდება, როგორც დიგიტალიზაციის  საფუძველი. სტატიის მიზანია ხელი შეუწყოს ღირებულების ჯაჭვის თანამედროვე მიდგომას, ციფრული გარდაქმნით აკადემიური დისკუსიის კომბინაციაში. სამეცნიერო მიზანია ხელი შეუწყოს ღირებულების ჯაჭვის თანამედროვე მიდგომას, ციფრული გარდაქმნის აკადემიური დისკუსიის კომბინაციაში. საქმიანობის რეორგანიზების დასაბუთება კი უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან თეორიულ და სტატისტიკურ გამოკვლევას.

კონკურენტული უპირატესობა კომპანიების კონკურენტულ ბაზრებზე გადარჩენის აუცილებელი წინაპირობაა. პორტერმა ღირებულების ჯაჭვი შემოიღო 1985 წელს, როგორც კომპანიის ბიზნესის საქმიანობის ანალიზის ინსტრუმენტი, კონკურენტული უპირატესობების დასადგენად. ის განასხვავებს კომპანიის ბიზნესსაქმიანობას პირველად და მეორად საქმიანობად. ის განასხვავებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას პირველადი და მეორადი საქმიანობად. პირველადმა საქმიანობამ უნდა შექმნას ღირებულება, მეორადი საქმიანობა კი ძირითადი საქმიანობის დამხმარე ღონისძიებაა.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ციფრულმა ტრანსფორმაციამ (Hofbauer / Sangl / Engelhardt 2019) მნიშვნელოვნად შეცვალა ბიზნესის ოპერაციები და  საქმიანობა თითქმის ყველა სფეროში. ეს არის მიზეზი და მოტივაცია, რათა გადაიხედოს ღირებულების ჯაჭვის კონცეფცია, გაანალიზდეს ყველა დაშვება, წინაპირობა და შედეგები.

აღნიშნულთან ერთად, სტატიაში ახსნილია ღირებულების ჯაჭვის ძირითადი კონცეფცია და შემოტანილია პირველადი და მეორადი საქმიანობა. კვლევის პირველი საკითხია: აქტივობის სწორად შერჩევა და მისი სათანადოდ ინტეგრირება შესაბამის საქმიანობასთან. მეორე საკითხი ეხება პროცესებს, როგორც დიგიტალიზაციის წინაპირობას.

 და ბოლოს, წინამდებარე სტატიის უპირატესობაა ღირებულების ჯაჭვის განახლებული კონცეპტუალური ჩარჩოს წარმოდგენა და ციფრული ტრანსფორმაციისთვის ღირებულების ჯაჭვის მზადყოფნის მტკიცებულება.   ეს არის დიგიტალიზაციის ეპოქის თანამედროვე პირობებში ღირებულების ჯაჭვის ფაქტობრივად, პირველი თანმიმდევრული გადასინჯვა, ანუ ეს შესწორებული ვერსიაა, რაც  შეიძლება გახდეს სამეცნიერო განხილვის საგანი, აგრეთვე, გამოყენებულ იქნეს ინდუსტრიაში რეალიზაციისთვის.

საკვანძო სიტყვები: ღირებულების ჯაჭვი, ციფრული გარდაქმნა, საქმიანობა, ინოვაცია,  ტექნოლოგია.

JEL Codes: O30, O31, O32, O33